Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ჰაუგეს შემდეგ, მილანი კიდევ ორ ტრანსფერს გეგმავს

პასიური სტარტის შემდეგ, მილანმა ერთდროულად რამდენიმე ტრანსფერი განახორციელა, თუმცა გუნდი ჯერჯერობით გაჩერებას არ აპირებს.

ბოდო/გლიმტის ჯენს ჰაუგე უკვე მილანშია გუნდს ოფიციალურად სულ მალე შეუერთდება, მალდინი-მასარას დუეტი კი ახლა მთელი ძალებით ცენტრალური მცველის დამატებას შეეცდებიან. უესლი ფოფანას დაკარგვის შემდეგ, მილანის რადარზე მატია ნასტასიჩი დარჩა, ასევე გაიჟღერა ბოლონიას იაპონელი უკანახაზელის, ტაკეჰირო ტომიასუს სახელმაც, თუმცა იაპონელი ფეხბურთელის ტრანსფერი ადვილი არ იქნება, რადგან ტაკეჰირო მინიმუმ 25-30 მილიონი ევრო ღირს…

მეორე პოზიცია, რომლის გაძლიერებაც მილანს სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე სურს, ნახევარდაცვაა. გუნდის მთავარი სამიზნე კვლავ ტიემუ ბაკაიოკოა, თუმცა ბოლო პერიოდში ჩელსისთან მოლაპარაკებები წინ ვერ მიიწევს. გუნდები იჯარაზე შეთანხმდნენ, თუმცა გამოსასყიდი თანხის რაოდენობაზე ჯერჯერობით შეთანხმების მიღწევას ვერ ახერხებენ.