Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჰაუგე აინტრახტის პრიორიტეტული სამიზნეა…

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, იენს პეტერ ჰაუგე აინტრახტის ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნეა და გუნდებს შორის ახალგაზრდა ნორვეგიელი ფეხბურთელის ტრანსფერზე მოლაპარაკებები გრძელდება.

გერმანელებმა როსონერის ჰაუგეს სანაცვლოდ 7 მილიონი ევრო უკვე შესთავაეს, თუმცა უარი მიიღეს, მილანს მის სანაცვლოდ 12 მილიონის გამომუშავება სურს.

წყაროს ინფორამციით, მხარეებს შორის კიდევ ერთი შეხვედრა უახლოეს დღეებში შედგება და არ არის გამორიცხული, მარცხენა ვინგერმა როსონერი ძალიან მალე დატოვოს.