Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჰაუგე გერმანიაში სამედიცინო შემოწმებას გადის

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, იენს პეტერ ჰაუგეს მილანიდან აინტრახტში ტრანსფერი უახლოეს საათებში გაოფიციალურდება.

წყაროს ცნობით, მხარეებმა საბუთები უკვე გაცვალეს, ჰაუგე კი ფრანკფურტში სამედიცინო შემოწმებას უკვე გადის, რის შემდეგაც მისი გერმანიაში ტრანსფერი გაოფიციალურდება.

ნორვეგიელი გარემარბი გერმანელებს 1-წლიანი იჯარით შეუერთდება, რის შემდეგაც მათ ახალგაზრდა ტალანტის გამოსყიდვა 12 მილიონი ევროს სანაცვლოდ მოუწევთ.