Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ჰაუგე:“ ეს კვირა ცხოვების ბოლომდე მემახსოვრება“

მილანის ახალმა შენაძენმა, იენს პეტერ ჰაუგემ MilanTV-სთან ინტერვიუში საინტერესო თემებზე ისაუბრა.

რა გრძნობაა, იყო მილანის ფეხბურთელი ?

„ძალიან ბედნიერი ვარ. საერთოდ, ეს კვირა ცხოვრების ბოლომდე დამამახსოვრდება. ჯერ აქ როგორც ბოდოს მოთამაშე ჩამოვედი და ევროპის ერთ-ერთ უდიდეს გუნდს დავუპირისპირდი, შემდეგ პირველად ნაკრებში გამომიძახეს, ახლა კი აქ ვარ, როგორც მილანის ფეხბურთელი.“

რას ფიქრობთ სერია ა-ს შესახებ ?

„იტალიური ფეხბურთი გამორჩეულია და აქაური სტილი ჩემთვის ზედგამოჭრილია. გულშემატკივრების სიყვარული და უდიდესი გუნდები, შესანიშნავი ისტორიით, ეს ფანტასტიკურია.“

საგოლე გადაცემა თუ გოლი ?

„ჩემთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს. გოლის გატანა კარგია, თუმცა მთავარია, რომ გუნდმა წარმატებას მიაღწიოს.“

იბრაჰიმოვიჩთან ერთად თამაში

„ეს ჩემთვის შესანიშნავი საშუალებაა, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელისგან ვისწავლო. ზლატანს ფანტასტიკური კარიერა აქვს და მასთან ნორვეგიულად ან შვედურათ საუბარი ძალიან კარგი იქნება.“

ნაკრებში გამოზახება…

„ამ სიახლემ ძალიან გამაბედნიერა. U15 და U16 გუნდებში ბევრჯერ მითამაშია, თუმცა ძირითად ნაკრებში პირველად მოვხვდი. შენი ქვეყნის სახელით თამაში ნებისმიერი სპორტსმენის ოცნებაა. ერთი სული მაქვს, როდის გავფრინდები ნორვეგიაში და ნაკრების მაისურს მოვირგებ.“

რატომ ნომერი 15

„ეს ნომერო ყოველთვის მომწონდა და ბოდო/გლიმტის ახალგაზრდულ გუნდში სწორედ 15-ნომრიანი მაისურით ვთამაშობდი.“

რას ეტყოდით გულშემატკივრებს ?

„აქ ჩამოსვლის დღიდან, მათგან მე ძალიან ბევრი დადებითი ემოცია მივიღე და იმედი მაქვს, რომ ჩემს სათქმელს მათ მოედანზე ნაჩვენები კარგი თამაშით შევძლებ.“