Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჰაუგე:“ იბრა ძალიან დამეხმარა“

მილანის უკვე ყოფილმა ფეხბურთელმა იენს პეტერ ჰაუგემ, რომელიც მომდევნო სეზონიდან აინტრახტის ღირსებას დაიცავს, ზლატან იბრაჰიმოვიჩის შესახებ ისაუბრა.

„იბრამ ძალიან ბევრი რამ მასწავლა. მისი ვარჯიშის ყურებისას ყოველთვის გაკვირვებული ვიყავი. ზლატანი ყოველთვის 100 პროცენტით იხარჯება და მის გვერდით შენ შეცდომის დაშვების უფლება არ გაქვს.

„მართალია მილანში ბევრი სათამაშო დრო არ მომეცა, მაგრამ მე ძალიან ბევრი რამ ვისწავლე და როსონერისთან ძალიან კარგი მოგონებები დამრჩა.“