Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჰაუგე:“ მე სავსე სან სიროზე თამაში მსურდა…“

იენს პეტერ ჰაუგე, რომელიც აინტრახტს უკვე ოფიციალურად შეუერთდა, როსონერის გამოემშვიდობა და საინტერესო მინიშნება გააკეთა.

„გამარჯბა ყველა როსონერის

„მინდა მილანში გატარებული პერიოდის დროს გაცნობილ თითოეულ ადამიანს უდიდესი მადლობა გადავუხადო. პირველივე დღიდან თქვენ ისე მექცეოდით, როგორც ერთ-ერთ თქვენიანს. მე ძალიან ვამაყობ, რომ მილანის მაისურის ტარების საშუალება მომეცა.

„მე გავიცანი უამრავი შესანიშნავი ადამიანი, რომლებიც იმის მიუხედავად, რომ მილანში აღარ ვთამაშობ, ჩემს მეგობრებად დარჩებიან.

„მინდა მადლობა გადავუხადო ქომაგებს, რომელთა მხარდაჭერაც ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. თქვენ მე ყოველთვის გვერდში მედექით და ამას ძალიან ვაფასსებ.

„მე სავსე სან სიროზე თქვენთვის თამაში მინდოდა, თუმცა როგორც ჩანას ეს სხვა დროს მოხდება. მადლობა ყველას შესანიშნავი მესიჯებისთვის, Forza Milan.”