Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ჰაუგე:“ მილანმა ჩემი შესაძლებლობები კარგად იცის“

მილანის ვინგერს, იენს პეტერ ჰაუგეს იმედი აქვს, რომ მილანში მას დიდი წარმატებები ელოდება.

მილანმა ჰაუგე ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის დროს შეარჩია, როდესაც მან დიავოლოს წინააღმდეგ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა.

„სან სიროზე თამაში ჩემთვის შესანიშნავი გამოცდილება იყო და ბედნიერი ვარ, რომ როსონერის ხელმძღვანელობამ ჩემი შეძენა გადაწყვიტა.

„მილანის უდიდესი ისტორია არის იმის ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ გადმოვედი აქ სათამაშოდ. ეს მაისური მსოფლიოს გამორჩეულ ფეხბურთელებს უტარებიათ და დიდი პატივია, რომ მათ რიგებს მეც შევუერთდები. მზად ვარ, რომ ყოველდღე ბოლომდე დავიხარჯო და განვითარება გავაგრძელო.

„მილანი ჩემი შეძენით ჯერ კიდევ გლიმთან მატჩამდე ინტერესდებოდა, თუმცა სან სიროზე ჩემმა კარგმა თამაშმა ეს პროცესი დააჩქარა. მათ იციან, თუ რა შემიძლია და რა პოტენციალი მაქვს.

„მარცხენა ფლანგზე ძალიან დიდი კონკურენციაა, თუმცა ეს მე არ მაშინებს. კონკურენცია  ყველა ფეხბურთელს მოტივაციას გვმატებს და გვაიძულებს, რომ ყოველდღიურად ბოლომდე დავიხარჯოთ.

„იმ შემადგენლობით, რაც ჩვენ ახლა გვყავს, ნებისმიერი ბარიერის გადალახვა შეგვიძლია და მსურს, რომ ამ ამბიციური პროექტის ნაწილი მეც ვიყო.“