Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ჰაუგე მილანშია

ჯენს პეტერ ჰაუგე ცოტა ხნის წინ მილანის აეროპორტში დაეშვა. 20 წლის ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას გაივლის და მილანის შემადგენლობას შეუერთდება.

ახალგაზრდა ნორვეგიელმა ფეხბურთელმა აეროპორტში კომენტარიც გააკეთა.

„ჯერჯერობით ბევრი არაფერი ვიცი. ახლა ჩემს აგენტებს შევხვდები და მილანის მიერ შემოთავაზებულ პირობებზე უნდა დავილაპარაკოთ.

„ერთი სული მაქვს, როდის მომეცემა ზლატანთან თამაშის საშუალება. ის უკვე ძალიან დიდი ხანია, რაც საფეხბურთო მწვერვალზე იმყოფება და შევეცდები, რომ მისგან ბევრი რამ ვისწავლო. მე თუ იმას მოვახერხებ, რომ მისი მიღწევების ნახევარი გავიმეორო, ბედნიერი ვიქნები.“