Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჰაუგე:“ მილანში სავარჯიშოდ არ გადმოვსულვარ, მე მეტი სათამაშო დრო მინდა…“

იენს პეტერ ჰაუგემ განაცხადა, რომ ის მილანის ძირითად შემადგენლობაში ადგილის დასამკვიდრებლად ბრძოლისთვის მზად არის, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ ის უფრო მეტ სათამაშო დროს ელოდებოდა.

„ახლა ჩემი მთავარი საზრუნავი ნაკრებში ჩასატარებელი მატჩებია, შემდეგ ცოტას დავისვენებ და მილანთან მოლაპარაკებებს გავმართავ, რადგან ჩვენ სასაუბრო მართლაც დაგვიგროვდა.

„მე მზად ვარ, რომ გუნდში დავბრუნდე და სასტარტო შემადგენლობისთვის ვიბრძოლო, მაგრამ თუ გუნდს ჩემთან მიმართებაში სხვა გეგმები აქვს, მე სხვა გზის ძებნა მომიწევს. მე მინდა, რომ გუნდის ნაწილი ვიყო, მილანში სავარჯიშოდ არ გადავსულვარ.

„რატომ მილანი ? სეზონი ძალიან გრძელი და დამღლელი გამოვიდა და მე იმაზე ნორმალურად ფიქრის დრო არც კი მქონია, თუ რამხელა ნაბიჯი იყო როსონერიში გადასვლა. სათამაშო დროის ნაკლებობის მიუხედავად, მე ჩემი არჩევანით კმაყოფილი ვარ.“

გათიშვა