Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ჰაუგე:“ შესანიშნავი სტარტი“

სპეციასთან მატჩში მილანის ახალი შენაძენის, იენს პეტერ ჰაუგეს დებიუტი შედგა და გუნდმა 3 – 0 მოიგო.

შეხვედრის შემდეგ კომენტარი ნორვეგიელმა ფეხბურთელმა გააკეთა.

„როსონერის მაისურით სან სიროზე თამაში შესანიშნავი გრძნობაა. ეს ჩემთვის უმნიშვნელოვანესი დღე იყო და კარგია, რომ გუნდმა მნიშვნელოვან გამარჯვებას მიაღწია.

„თანაგუნდელები და სტაფის წევრები ძალიან კარგად მექცევიან და ყველაფერში მეხმარებიან. შევეცდები, რომ იტალიური მაქსიმალურად მოკლე დროში ვისწავლო და გუნდთან უფრო მეტი კომუნიკაცია მქონდეს.

„გუნდი ძალიან შეკრული და მეგობრულია, თუმცა ყველაზე ბევრი კონტაქტი ბრაჰიმთან, ბენასერთან და ლეაოსთან მაქვს. ასევე ბევრს ვესაუბრები ჰაკანს, რომელმაც კარგი რჩევები მომცა, თუ როგორ ვითამაშო და როგორ განვვითარდე. აქ, ამ გუნდში და ამ ფეხბურთელებთან ერთად ყოფნა, ძალიან მაბედნიერებს.”