Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჰიუსაის ლაციომდე ერთი ნაბიჯი აშორებს

იტალიური მედიის ცნობით, მაურიციო სარი და ელსეიდ ჰიუსაი ერთად ნაპოლის შემდეგ ამჯერად ლაციოს რიგებში იმუშავებენ.

ალბანელი ფეხბურთელი 2 დღის შემდეგ თავისუფალი აგენტი ხდება და ბიანკოჩელესტი მას სრულიად უსასყიდლოდ გაიფორმებს.

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, მხარეებს შორის პირადი კონტრაქტის თითქმის ყველა დეტალი შეთანხმებულია და 27 წლის ფეხბურთელი ლაციოსთან კონტრაქტს უახლოეს დღეებში გააფორმებს.

ჰიუსაის დამატებას ლაციოს გარდა მილანი და ფიორენტინა ცდილობდნენ, მაგრამ ლაციალეს რიგებში სარის მისვლის შემდეგ, რომაელები დაწინაურდნენ და საბოლოოდ მისი დარწმუნება მოახერხეს კიდეც.