Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჰიუსაი ლაციოსთან ერთად ვარჯიშობს

ლაციოს ჯერ ელსეიდ ჰიუსაის ტრანსფერი ოფიციალურად არ დაუდასტურებია, მაგრამ ნაპოლის ყოფილი ფეხბურთელი უკვე ბიანკოჩელესტის რიგებში ვარჯიშობს და ის პარტენოპეის სოციალური ქსელის მეშვეობით გამოემშვიდობა.

27 წლის ფეხბურთელს ნაპოლისთან კონტრაქტი 30 ივნისს ამოეწურა და ლაციოს ის თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

„მადლობა ნაპოლის თითოეულ ქომაგს, რომლებმაც მე და ჩემს ოჯახს თავი ისე გვაგრძნობინეს, როგორც საკუთარ სახლში.

„მე გუნდის მაისურის ყოველთვის უდიდეს პატივს ვცემდი და ჩემი ერთადერთი სინანული არის ის, რომ გამოსამშვიდობებელი სეზონის ჩატარება დახურულ კარს მიღმა მომიწია.

„თქვენ ყოველთვის ჩემს გულში იქნებით.“