Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ჰოედტი:“ ლაციოს დატოვება შეცდომა იყო“

უესლი ჰოედტმა აღიარა, რომ ბიანკოჩელესტის დატოვება კარიერაში ყველაზე დიდი შეცდომა იყო.

უკანახაზელი ლაციოს რიგებში 2015-17 წლების განმავლობაში თამაშობდა, შემდეგ კი საუთჰემპტონს შეუერთდა.

„ინძაგიმ რამდენიმე კვირის წინ დამირეკა და ჩვენ სხვადასხვა საკითხზე ვისაუბრეთ. გადაწყვეტილების მიღებაში ის ძალიან დამეხმარა. ვიცი, რომ ჩემს გარშემო გარკვეული ეჭვები იქნება, თუმცა მე ამ გუნდისთვის და გულშემატკივრებისთვის ბოლომდე დავიხარჯები.

„ლაციოს დატოვება შეცდომა იყო და ამას ვაღიარებ, თუმცა შეცდომას თითოეული ჩვენგანი ვუშვებთ. ბედნიერი ვარ, რომ აქ თამაშის შანსი კიდევ მომეცა.

„ახლა მე უფრო გამოცდილი ფეხბურთელი და უკეთესი ადამიანი ვარ, ამას აუცილებლად დავამტკიცებ.“