ჰოილუნდის თამაში იუვენტუსის წინააღმდეგ საეჭვოა
სერია ა-ში ჩემპიონთა ლიგის საგზურებისთვის ბრძოლა გრძელდება და მომდევნო ტურში ჩვენ არაერთი გამორჩეული მატჩი გველოდება.
ერთ-ერთი მათგანი ბერგამოში გაიმართება, სადაც ატალანტა იუვენტუსს უმასპინძლებს და არ არის გამორიცხული, ლა დეას ფონს გასვლა რასმუს ჰოილუნდის გარეშე მოუწიოს.
ჰოილუნდმა დაზიანება სპეციასთან მატჩის წინ, გახურების დროს მიიღო, რის გამოც მან შეხვედრაში მონაწილეობა ვერ შეძლო. ახალგაზრდა ტალანტის ტრავმა სერიოზული არ არის, თუმცა მას კუნთის დისკომფორტი აწუხებს და ჯერჯერობით ვარჯიშს ვერ ახერხებს…