Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ჰულმანდი:“ ერიქსენი ფორმას დაიბრუნებს“

დანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბოლო პერიოდში ერიქსენის არც თუ ისე კარგ ფორმაზე ისაუბრა.

„რატომ არ თამაშობს ერიქსენი რეგულარულად ? ამ კითხვაზე პასუხს მხოლოდ კონტე გაგცემთ, თუმცა ეს ფაქტი ძალიან მაკვირვებს, რადგან ვიცი, რამდენად ნიჭიერი და ძლიერი ფეხბურთელია ის.

„კრისტიანი შესანიშნავი ფეხბურთელია და დარწმუნებული ვარ, რომ ის თავის საუკეთესო ფორმას ძალიან მალე დაიბრუნებს იმის მიუხედავად, თუ რა ხდება ინტერში. მეტი საუბარი ამ თემაზე არ შეიძლება, რადგან ინტერის შიდა სამზარეულოს არ ვიცნობ.“

ინტერში გადასვლის შემდეგ, ერიქსენმა სასტარტოდან მხოლოდ 9 შეხვედრა დაიწყო.