Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჰულმანდი:“ ინტერი ერიქსენის შესაძლებლობებს ანიავებს…“

დანიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კასპერ ჰულმანდმა კრისტიან ერიქსენის შესახებ ისაუბრა.

ერიქსენი ინტერს 2020 წლის იანვარში ტოტენჰემიდან, 27 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა, თუმცა მისი კარიერა იტალიაში ნამდვილად არ აეწყო. ერიქსენმა მიმდინარე სეზონში მოედანზე მხოლოდ 393 წუთი გაატარა და არც გოლით და არც საგოლე გადაცემით არ გამოუჩენია.

„სამწუხაროდ ერიქსენმა 2020 წელს ძალიან ცოტა სათამაშო დრო მიიღო. ინტერი მის შესაძლებლობებს სათანადოდ ვერ იყენებს.

„მე კარგად ვიცი, თუ რა შეუძლია მას და იმედი მაქვს, რომ წელს მას უფრო მეტი დრო მიეცემა.“

ერიქსენის ინტერიდან წასვლის შესახებ უკვე დიდი ხანია იწერება, თუმცა მისი მაღალი ხელფასი ჯერჯერობით მსურველებს აფრთხობს.

„დარწმუნებული ვარ, რომ კრისტიანი ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომელიც როგორც მისთვის, ასევე ეროვნული ნაკრებისთვის სასარგებლო იქნება.

„ევროპის ჩემპიონატი ახლოვდებდა და ასეთი მწირი სათამაშო პრაქტიკით ფორმის შენარჩუნებას ვერავინ მოახერხებს…“

გათიშვა