Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ალეგრი ზაქარიას ვიტსელს ამჯობინებს…

იტალიური მედიის ინფორამციით, მაქს ალეგრი ახალგაზრდა დენის საქარიას ტრანსფერს კვლავ დორტმუნდის ვეტერან ფეხბურთელს აქსელ ვიტსელს ამჯობინებს.

ზაქარიას გლადბახთან მიმდინარე კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და იუვენტუსი მისი გაფორმების მსურველთა სიაშია, თუმცა TuttoJuve-ს ცნობით, ალეგრის არ მოსწონს ფაქტი, რომ ბურთთან ერთად მოძრაობა ზაქარიას ძლიერი მხარე არ არის, სწორედ ამიტომ ის ვიტსელს ამჯობინებს.

თავის მხრივ, ვიტსელის გაფორმების წინააღმდეგი გუნდიდს გენერალური დირექტორი მაურიციო არივაბენეა, რომელიც მიიჩნევს, რომ გუნდმა აქცენტი ახალგაზრდებზე უნდა გააკეთოს და 33 წლის ბელგიელი მათ პროექტში არ ჯდება.

აურელიენ ჩუამენი კი, რომელიც კიდევ ერთი ვარიანტი გახლავთ, იუვენტუსისთვის ზედმეტად ძვირი სიამოვნებაა. ლუკა ბიაკინის ინფორამციით, მონაკო მის სანაცვლოდ 50 მილიონს ითხოვს, რაც ახალგაზრდა ტალანტის ტურინში ტრანსფერს ფაქტობრივად გამორიცხავს.