Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ალეგრი:“ ინტერის მხრიდან ვიღაცამ ხელი მკრა…“

იუვენტუსის თავკაცმა მაქს ალეგრიმ ინტერთან მატჩი შეაფასა და საუბარი წითელი ბარათის თემით დაიწყო.

„წითელი ბარათის ინციდენტი ? ინტერის ერთ-ერთმა სტაფმა უკნიდან ხელი მკრა, რაზეც გავბრაზდი და მსაჯმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, ჩემს საქციელს გამართლება არ აქვს.

„ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ ინტერს გამარჯვება მივულოცოთ. ამ სეზონში იუვენტუსმა ვერც ერთი ტიტულის მოგება ვერ მოახერხა და ის სიბრაზე, რომელიც ჩვენ გვაქვს, მომდევნო სეზონში მოტივაციად უნდა ვაქციოთ.

„ვფიქრობ, რომ საერთო ჯამში ჩვენ კარგი მატჩი ჩავატარეთ. სამწუხაროდ, რამდენიმე ფეხბურთელი ფიზიკურად არც თუ ისე კარგ კონდიციებშია და ამის მიუხედავად, მათ გუნდისთვის ყველაფერი გააკეთეს, რის გამოც მათ მადლობა ეკუთვნით.

„ჩვენ ჩემპიონთა ლიგის საგზური მოვიპოვეთ, რაც ჯერ კიდევ იანვარში წარმოუდგენლად რთულად მოჩანდა, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს იუვენტუსისთვის საკმარისი არ არის. ახლა ბიჭებმა უნდა დაისვენონ და მომდევნო სეზონისთვის უფრო მეტი მოტივაციით მოემზადონ, რადგან ჩვენ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ.“