Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ალეგრი:“ მე იუვენტუსში კიდევ 3 წლით დავრჩები“

იუვენტუსის თავკაცმა მაქს ალეგრიმ ფიორენტინასთან მატჩის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ის გუნდის დატოვებას კონტრაქტის ამოწურვამდე არ აპირებს.

„პირველ რიგში მინდა გამოვყვო ნახევარდაცვის ხაზის კარგი თამაში. რაბიო სივრცეების პოვნასა და მათ გამოყენებაში შესანიშნავად მოქმედებს და სამწუხაროა, რომ გოლი გაუუქმეს.

„ჩვენ ბიჭებს უნდა მივულოცოთ, რადგან ფინალში დამსახურებულად გავიდნენ. ჩვენ ეს გამარჯვება ძალიან გვჭირდებოდა, რადგან ბოლონიასთან მატჩის შემდეგ რთული დღეები გამოვიარეთ.

„ახლა ჩვენ კონცენტრაცია სერია ა-ს მომდევნო მატჩზე უნდა გავაკეთოთ და იმედი მაქვს, რომ ლაზარეთიდან რომელიმე ფეხბურთელი დაგვიბრუნდება. ფიორენტინასთან მატჩში იყო მომენტი, როდესაც მე გახურება ისეთ ფეხბურთელს ვთხოვე, რომელიც ტრავმირებულია და ეს მხოლოდ იმის შემდეგ გავაანალიზე, როდესაც მისი ნორმალური ტანსაცმელი დავინახე.

„მე ბიჭებისგან მეტს ვერაფერს მოვითხოვ, რადგან ბოლო 4 თვის განმავლობაში როტაციის შესაძლებლობა ფაქტობრივად არ გვქონია, მაგრამ ისინი ყოველთვის მაქსიმალური მოტივაციით თამაშობენ.

„ოთხეულისთვის ბრძოლა ? მეტოქეების კალენდარის გათვალისწინებით, ჩვენი მთავარი მეტოქე ფიორენტინაა.

„ვიქნები თუ არა მომდევნო სეზონში იუვენტუსის მწვრთნელი ? მომდევნო 3 სეზონის განმავლობაში! მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ იუვენტუსი ყოველთვის ტიტულებისთვის უნდა იბრძოდეს. ყველაზე მეტად გული ინტერთან მარცხზე მწყდება, რადგან იმ შეხვედრას შეეძლო სიტუაცია რადიკალურად შეეცვალა.

„ლაპოს სიტყვები ? ლაპო იუვენტუსის ერთ-ერთი უდიდესი ქომაგია და ნორმალურია, რომ როდესაც ჩვენ ვერ ვიგებთ, იმედგაცრუებულები ვართ. სეზონის დასრულებამდე 5 მატჩით ადრე ჩვენ არა სკუდეტოსთვის, არამედ მე-4 პოზიციისთვის ვიბრძვით, რაც მეც მაღიზიანებს და ეს ჩვენთვის მომდევნო სეზონისთვის მოტივაცია უნდა იყოს.

„ვლაჰოვიჩი ? გასაკვირი არ არის, რომ მას ფიზიკურად გარკვეული პრობლემები აქვს, რადგან ის ყოველ 3 დღეში ერთხელ თამაშს აქამდე მიჩვეული არ იყო, ახლა კი ძირითადის უცვლელი წევრია. მე კვლავ გავიმეორებ, რომ ის მხოლოდ 22 წლის არის, აკლია გამოცდილება და მენტალური ბალანსი, რომ სირთულეებს გაუმკლავდეს. როდესაც ყველაფერი კარგად არ მიდის, ის ზედმეტად ბრაზდება, მაგრამ ეს გამოცდილების მოსვლასთან ერთად გამოსწორდება.“