Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ალეგრი:“ მორატასთან არანაირი უთანხმოება არ არსებობს“

მაქს ალეგრიმ ჯენოასთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„რა მოხდა მორატას ეპიზოდში ? არაფერი. მან გაფრთხილება მიიღო, ამიტომ მისი შეცვლა გადავწყვიტე. დღეს ალვაროს, როგორც სხვა ფეხბურთელებს, შესანიშნავი მატჩი ჰქონდათ.

„ჩვენ დღეს გვსურდა, რომ შექმნილი მომენტების გამოყენების პროცენტი გაგვეუმჯობესებინა. საბოლოოდ გუნდმა ქულები მოიპოვა, თუმცა რა თქმა უნდა დღევანდელი პოზიცია ჩვენ არ გვაკმაყოფილებს და გუნდმა მუშაობა უნდა გააგრძელოს.

„დღეს მე იუვენტუსის თამაშისგან სიამოვნება მივიღე ისევე, როგორც წინა შეხვედრებში, მაშინაც კი, როდესაც ჩვენ სასუოლოსთან წავაგეთ. რა თქმა უნდა, მთავარი ფეხბურთში შედეგია, მაგრამ ჩვენ ცუდი თამაში არც მაშინ ჩაგვიტარებია. გუნდი ვითარდება, ამის დანახვა ძალიან მარტივია, რაც კარგი სიგნალია.

„დღეს ყველაზე მეტად მე გუნდისგან მენტალობა მომეწონა. იუვენტუსი 90 წუთის განმავლობაში კონცენტრაციას არ კარგავდა და თითოეული ფეხბურთელი პროცესში ყოველთვის ჩართული იყო.

„ჩვენი მიზნები ? ამ მომენტისთვის ჩვენ მე-5 პოზიციაზე ვართ. ოთხეულში მყოფი გუნდები შესანიშნავად გამოიყურებიან და მათ ამ მომენტისთვის დაიმსახურეს ის პოზიციები, რომლებზეც ისინი იმყოფებიან.

„ჩვენი მიზანი ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგის საგზური და კოპა იტალიაა, რომელთა მოსაპოვებლად ყველაფერს გავაკეთებთ.“