Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ალექს სანდრო:“ ჩვენი ფორვარდები საქმეს გვიმარტივებენ, ჩემი კონტრაქტი ?…“

იუვენტუსის უკანახაზელმა ალექს სანდრომ ბოლონიასთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა და კონტრაქტის სიტუაციაზეც ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელის მიმდინარე ხელშეკრულება ტურინულ გრანდთან სეზონის ბოლოს იწურება.

„ჩვენ ძალიან კარგი მატჩი ჩავატარეთ. რთული თვის შემდეგ, გუნდს ასეთი თავდაჯერებული გამარჯვება ძალიან სჭირდებოდა, თუმცა ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია.

„ორი ფორვარდით თამაში ? ჩვენ ძალიან კარგი ფორვარდები გვყავს, რომლებიც საქმეს ძალიან გვიმარტივებენ. ჩვენ ვიცით, რომ თუ საჯარიმოში ჩაწოდებას მოვახერხებთ, სახიფათო მომენტი აუცილებლად შეიქმნება, რადგან მილიკი და დუშანი ძალიან ძლიერები არიან.

„ჩემი კონტრაქტი ? მე იუვენტუსში დასარჩენად ყველაფერს გავაკეთებ, მაგრამ ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული, საკუთარ თავს კონტრაქტტს თავადვე ვერ გავუფორმებ.“