Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ალეხანდრო გომესს კიდევ ერთი მსურველი გამოუჩნდა

Corriere di Bergamo-ს ინფორმაციით, პაპუ გომესის გაფორმების სურვილი კიდევ ერთმა გუნდმა, თურქულმა  ფენერნაჰჩემ გამოთქვა.

წყაროს მტკიცებით, თურქულმა გუნდმა ვეტერანი არგენტინელის სანაცვლოდ 5 მილიონი ევრო შესთავაზა, თუმცა პაპი ჯერჯერობით გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს.

გომესისთვის პრიორიტეტი სერია ა-ში დარჩენა და ისეთ გუნდში გადასვლაა, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობს, თუმცა ატალანტას პირდაპირი კონკურენტის გაძლიერება არ სურს და კაპიტნის გაყიდვას არც იუვენტუსში და არც ინტერში არ გეგმავს.