Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ალვარო მორატას საშინელი მაჩვენებელი…

იუვენტუსმა მიმდინარე სეზონის პირველი ნახევარი არც თუ ისე წარმატებულად ჩაატარა და მათი არასტაბილურობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გუნდის შეტევის არც თუ ისე პროდუქტიული ასპარეზობაა.

დიბალას ხშირი ტრავმიანობის გამო იუვენტუსის შეტევა დიდწილად ალვარო მორატას იმედად დარჩა, რომელსაც მომენტების რეალიზების მხრივ არც თუ ისე სახარბიელო სიტუაცია აქვს.

მორატამ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 17 მატჩში 5 გოლი გაიტანა. Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, მიმდინარე სეზონში ალვარო მორატას მიერ კარისკენ დარტმული ბურთებიდან სასურველი შედეგი მხოლოდ 16 პროცენტს მოაქვს, ამ მაჩვენებლით კი მასზე უკეთესი შედეგი სერია ა-ში 15 ფორვარდს აქვს…