Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ალტობელი:“ჯეკო ერთ-ერთი საუკეთესოა, Suning-ს მესის გაფორმება შეუძლია“

ინტერის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, ალესანდრო ალტობელიმ ედინ ჯეკოს, რომელუ ლუკაკუს და მესის ინტერში შესაძლო ტრანსფერის შესახებ ისაუბრა.

„ედინი შესანიშნავი ფეხბურთელია, დღესდღეობით იტალიაში ის თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესოა, თუმცა ჩემი აზრით, ის რომაში უფრო სასარგებლო იქნება, ვიდრე იუვენტუსში ან ინტერში. თუ ის რომას დატოვებს, ჯალოროსისთვის ეს ძალიან დიდი დარტყმა იქნება.

„ნებისმიერი გუნდი, რომელიც ჯეკოს გაიფორმებს, შესანიშნავ შევსებას მიიღებს, თუმცა ასაკის გამო მის გარშემო გუნდს ვერ ააწყობ, თუმცა ბიანკონერის რიგებში ისეთი ფეხბურთელები ირიცხებიან, როგორიც რონალდუ და დიბალაა, ამიტომ ჯეკოს ტრანსფერი ტურინში გაამართლებს.

„ლუკაკუს რაც შეეხება, კონტეს მისი შეძენა ნებისმიერ ფასად სურდა და რომელუმ ყველას დაანახა, თუ რა იყო ამის მიზეზი. მან თითოეული ჩვენგანი გააკვირვა არა მარტო გოლების, არამედ მისი გუნდურობის და თამაშის სტილის გამო.

„მარტში მე გუნდის ხელმძღვანელობას ვესაუბრე. მაშინ მათ მითხრეს, რომ ბარსელონას მესის მოთხოვნით ლაუტაროს შეძენა სურდა, თუმცა რატომ არ შეიძლება, რომ მესიმ და ლაუტარომ ერთად ინტერში ითამაშონ? მესი, ლაუტარო და ლუკაკუ შესანიშნავ ტრიოს შექმნიდნენ და მერწმუნეთ, ინტერის მფლობელებს იმის სახსრები ნამდვილად აქვთ, რომ ლეო ინტერში მოიყვანონ.“

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *