Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ანტონელო:“ ინტერის ფინანსური სიტუაცია სტაბილურია“

ინტერის დირექტორის ალესანდრო ანტონელოს თქმით, გასული ფინანსური წლის განმავლობაში 246 მილიონის ზარალის მიუხედავად, გუნდის ფინანსური სიტუაცია სტაბილურია.

„გუნდის ფინანსური სიტუაცია საკმაოდ უსაფრთხოა. ჩვენ გასულ სეზონში მხოლოდ დახურული სტადიონის გამო დაახლოებით 60 მილიონი ევრო დავკარგეთ.

„ამას სპონსორებისგან დაკარგული 50 მილიონი ევრო დაემატა, რაც რა თქმა უნდა კვლავ კორონა ვირუსის გამო მოხდა.

„არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ გასული 2 წლის განმავლობაში, ფინანსური სიტუაციის მიუხედავად ჩვენ ხელფასები სრულად გადავიხადეთ და ეს არც მომავალში შეიცვლება.

„ჩვენი გამოთვლებით, გუნდის ზარალი მომდევნო წლის ბოლოს განახევრდება, შემდეგ კი, თუ ყველაფერი პოზიტიურად წარიმართა, ჩვენ დადებით შედეგზე გასვლას ველოდებით.“