Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

არიგო საკი:“ ვინ მოიპოვებს ჩემპიონთა ლიგის საგზურს ?…“

ლეგენდარულმა არიგო საკიმ ჩემპიონთა ლიგის საგზურებისთვის გამართულ ბრძოლაზე ისაუბრა.

„ვინ მოიპოვებს ჩემპიონთა ლიგის საგზურს ? წინ ძალიან საინტერესო მატჩები გველოდება. ლიგის საგზურის ბედი ნაპოლი – ვერონას, ატალანტა – მილანი და ბოლონია – იუვენტუსის მატჩებში გადაწყდება. მოდით, ნაპოლით დავიწყოთ, ბოლო პერიოდში არასტაბილური თამაშის მიუხედავად, ვერონა ძალიან კარგი გუნდია და პარტენოპეის რთული შეხვედრა ელოდება.

„მილანი – კალიარის მატჩმა დაგვანახა, რომ გამარჯვებულის ვინაობას ფურცელზე ვერასოდეს გამოთვლი, ამიტომ დაზუსტებით წინასწარ საუბარი ძალიან რთულია. ნაპოლი კარგი გუნდია, თუმცა მათ გარანტირებული არაფერი აქვთ.

„იუვენტუსი – ბოლონიას რაც შეეხება, მიჰაილოვიჩის ბიჭები მიმდინარე სეზონში საერთო ჯამში კარგ ფეხბურთს თამაშობენ, მაგრამ ზოგჯერ მათ სიფრთხილე აკლიათ. ბოლონიას იუვენტუსისთვის პრობლემების შექმნა შეუძლიათ და ნაპოლი – ვერონას მსგავსად, წინასწარ საუბარი ამ შემთხვევაშიც რთულია, თუმცა ვფიქრობ, რომ იუვე გაიმარჯვებს.

„მილანს რაც შეეხება, კალიარისთან მატჩში გუნდს გამოუცდელობა ძალიან დაეწყო. როსონერის რიგებში ძალიან ახალგაზრდა ფეხბურთელები თამაშობენ და ზოგჯერ წნეხს ვერ უძლებენ. ასეთი რამისგან დაზღვეული არავინ არ არის, მაგრამ ჩვენ არაერთხელ ვნახეთ, რომ მილანს ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია, ამიტომ ისინი დეპრესიაში არ უნდა ჩავარდნენ.

„მილანს ბერგამოში ძალიან რთული თამაში ელოდება, მაგრამ მიმდინარე სეზონში ატალანტამ არაერთი შეცდომა დაუშვა. მათ არც თუ ისე გაუვალი დაცვა ჰყავთ და მჯერა, რომ მილანს მათი დამარცხება შეუძლია.

„ვფიქრობ, რომ მილანისთვის ჩემპიონთა ლიგაზე ვერ მოხვედრა ტრაგედია არ იქნება. რა თქმა უნდა, პიოლის ბიჭები იმედგაცრუებულები იქნებიან, მაგრამ სცენარის ასეთი განვითარების შემთხვევაში არ უნდა დანებდნენ, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მილანს ატალანტას დამარცხება შეუძლია.“