Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

არივაბენე:“ პოგბას აგენტებთან შეხვედრის მიზეზი პოლი არ ყოფილა“

დღეს იუვენტუსის სათაო ოფისს ტურინში პოლ პოგბას წარმომადგენლები ეწვივნენ და არაერთი წყარო ამტკიცებდა, რომ მხარეებს შორის განხილვის მთავარი თემა სწორედ ფრანგი ფეხბურთელის ტურინში შესაძლო დაბრუნება იყო.

ამ თემაზე კომენტარი იუვენტუსის გენერალურმა დირექტორმა მაურიციო არივაბენემ ლაციოსთან მატჩის წინ გააკეთა.

„მე პოგბას დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ის მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელია. მისი აგენტები ჩვენს ოფისში მართლაც იყვნენ, მაგრამ პოლის გარდა ისინი მოიზ კენისა და ლუკა პელეგრინის ინტერესებსაც იცავენ. ეს შეხვედრა პოგბას გამო არ მომხდარა.“