Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

არტურმა არსენალთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა

იტალიურ და ბრიტანულ მედიაში არტურის არსენალში შესაძლო ტრანსფერის შესახებ ცნობები არ წყდება და როგორც ჩანს, მეთოფეები ბრაზილიელი ფეხბურთელის გაფორმებაზე სერიოზულად მუშაობენ.

Calciomercato-ს ინფორმაციით, არსენალი არტურის კანდიდატურას უკვე რამდენიმე კვირაა განიხილავს და მეტიც, ინგლისელებს ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეთანხმებული აქვთ.

ლონდონელებს არტურის 6-თვიანი იჯარით გაფორმება სურთ, რომლის დროსაც ფეხბურთელის ხელფასს სრულად დაფარავენ, სეზონის ბოლოს კი მისი გამოსყიდვის უფლება ექნებათ, იუვე კი მისი არენდით გაშვების წინააღმდეგი არ არის, თუ არსენალს მისი გამოსყიდვის ვალდებულება დაეკისრება, თუმცა პირველ რიგში ბიანკონერის მისი შემცვლელის გაფორმება სურს…