Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ატალანტა ლაციოს უკანახაზელის გაფორმებას ეცდება

იტალიური მედიის ინფორმაციით, ატალანტა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ლაციოს უკანახაზელის მანუელ ლაძარის გაფორმებას გეგმავს.

28 წლის ფეხბურთელს მაურიციო სარის სქემასთან ადაპტაციასთან დაკავშირებით აშკარად პრობლემები აქვს და არწივები მისი გაყიდვის წინააღმდეგი არ არიან.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ატალანტამ ფეხბურთელის თაობაზე ინფორმაცია უკვე გამოითხოვა და ბიანკოჩელესტი მზად არის, იტალიელ ფეხბურთელს 11-12 მილიონი ევროს სანაცვლოდ დაემშვიდობოს.