Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ატალანტა მურიელის ინტერში გაშვებას არ აპირებს

ბოლო კვირეებში ატალანტას შემტევის ლუის მურიელის ინტერესზე ინტერის მიმართ არაერთმა გავლენიანმა წყარომ დაწერა, თუმცა როგორც ჩანს ნერაძურის კოლუმბიელი შემტევის გაფორმება გაუჭირდება.

კოლუმბიელ ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში საშუალოდ 57 წუთში ერთი გოლი გააქვს, რაც ძალიან შთამბეჭდავი მაჩვენებელია და ინტერის ინტერესი მის მიმართ გასაკვირი არ არის.

თუმცა, Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ჯან პიერო გასპერინისთვის მურიელი ხელშეუხებელი ფეხბურთელია და ბერგამოელები მის გაყიდვას არ აპირებენ.