Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

აძურის ბასტონი გამოაკლდა, მანჩინიმ რომანიოლი გამოიძახა

იტალიური წყაროების ინფორმაციით, ინტერის უკანახაზელი ალესანდრო ბასტონი აძურისთან ერთად დაგეგმილ ვარჯიშებში მონაწილეობას ვერ მიიღებს და მას მილანის კაპიტანი ალესიო რომანიოლი ჩაანაცვლებს.

აღნიშნული ინფორმაცია რამდენიმე გავლენიანმა გამოცემამ დაადასტურა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, თუ რა მიზეზით გამოაკლდა ინტერის უკანახაზელი იტალიის ნაკრებს.