Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბარეზი:“ იბრა ფეხბურთის ნამდვილი ლეგენდაა“

მილანის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ფრანკო ბარეზიმ, რომელმაც როსონერის რიგებში 3 ჩემპიონთა ლიგის, 6 სერია ა-ს, 4 სუპერ თასის, 2 ევროპის სუპერ თასის და 2 ინტერკონტინენტალის მოპოვება მოახერხა, საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„როგორ შევაფასებდი მილანის სეზონს ? ჩვენი მთავარი მიზანი სეზონის სტარტზევე ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება იყო. ახლა გუნდი მე-3 ადგილზეა და ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული, ამიტომ ვფიქრობ, რომ გუნდს ძალიან კარგი სეზონი ჰქონდა.

„რას ნიშნავს მილანის ვიცე-პრეზიდენტობა ? იყო მილანის ნაწილი, ეს ყოველთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ამავდროულად პრივილეგია არის. მოედანზე მილანის მაისურის ტარების შემდეგ, მე სხვადასხვა როლს ვითავსებდი და ახლა დიდი პატივია, რომ გუნდის ვიცე-პრეზიდენტი ვარ.“

თქვენ მალდინისთან ერთად მილანში 196 მატჩი ჩაატარეთ და სეზონში საშუალოდ მხოლოდ 23 გოლს უშვებდით, დაგეხმარათ თუ არა მოედანზე პარტნიორობა ახლანდელ სამუშაოში ?

„ჩვენ ერთად ძალიან დიდი ხანი ვთამაშობდით და ერთმანეთს ძალიან კარგად ვიცნობთ. მე მისი დებიუტი კარგად მახსოვს, როდესაც ის მხოლოდ 16 წლის იყო და ბედნიერი ვარ, რო მჩვენი ურთიერთობა ახლაც გრძელდება. ჩვენ ორივე მილანის მომავალზე ზრუნვას განვაგრძობთ და ვცდილობთ, რომ დაგროვილი ცოდნით გუნდი ძველ სიმაღლეებზე დავაბრუნოთ.

„საოცნებო ტრანსფერი ? ეს რა თქმა უნდა ფანტაზიაა, თუმცა მილანში მბაპეს დიდი სიამოვნებით ვიხილავდი. ის დიდებული ფეხბურთელია, რომელიც მოედანზე გასაოცარ რაღაცეებს აკეთებს. ის არის ძლიერი, სწრაფი და თანამედროვე ფეხბურთელი.

„იბრა ? ის ლეგენდაა. ზლატანი ბოლო 10 წელია მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია როგორც მისი ხარისხით, ასევე ხასიათით.“