Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბარეზი:“ ჟირუს მოტივაცია ძალიან მნიშვნელოვანია“

მილანის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ფრანკო ბარეზიმ ოლივიე ჟირუს შესახებ ისაუბრა.

ფრანგმა ფეხბურთელმა სერია ა-ს სტარტი ძალიან კარგად ჩაატარა, თუმცა სამწუხაროდ მას კორონა ვირუსი დაუდასტურდა და სავარაუდოდ ლაციოს წინააღმდეგ თამაშს ვერ მოახერხებს.

„მინდა ჟირუს იტალიაში შესანიშნავი სტარტი მივულოცო, მან თავისი პროფესიონალიზმი კიდევ ერთხელ დაგვანხა, გუნდს ძალიან მალე მოერგო და პირველივე მატჩიდან პროდუქტიული გახდა.

„მისი მოტივაცია და სურვილი, რომ გუნდს დაეხმაროს, აშკარად იგრძნობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

„იმედია ის კორონა ვირუსს უმოკლეს დროში დაამარცხებს და გუნდს დაუბრუნდება, რადგან მისი გამოცდილება და კლასი როგორც სერია ა-ში, ასევე ჩემპიონთა ლიგაზე გუნდს აუცილებლად დასჭირდება.“