Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბარსა პიანიჩის იჯარით გაშვებას დათანხმდა

ესპანური მედიის ინფორმაციით, ბარსელონამ მირალემ პიანიჩის იუვენტუსში იჯარით გაშვებაზე თანხმობა განაცხადა.

მაქს ალეგრის იუვეში დაბრუნების შემდეგ, ბოსნიელ ნახევარმცველს ტურინულ გრანდს ხშირად უკავშირებდნენ. პიანიჩი რონალდ კუმანის გეგმებში არ შედის და ბლაუგრანას მისი გაყიდვა ახლავე სურდა, თუმცა მსურველების ნაკლებობის გამო, Todofichajes-ის ცნობით ბარსელონა ფეხბურთელის იჯარით გაშვებას დათანხმდა.

წყაროს ინფორმაციით, იუვენტუსს ბოსნიელი ფეხბურთელის ხელფასის გადახდა სრულად მოუწევს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, იქნება თუ არა ხელშეკრულებაში გამოსასყიდი პუნქტი მითითებული.