Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბარსელონამ ლაუტაროს ტრანსფერზე ფარ-ხმალი დაყარა

იტალიური მედიის ინფორამციით, ბარსელონამ ლაუტარო მარტინესის ტრანსფერზე ხელი საბოლოოდ ჩაიქნია.

ბლაუგრანას არგენტინელი ფორვარდის გაფორმება უკვე 2 წელია სურს და გასულ ზაფხულს ესპანელები ლაუტაროს ტრანსფერთან ახლოს იყვნენ. მაშინ ტრანსფერი ფინანსური ასპექტის გამო ჩაიშალა, ახლა კი ინტერის დატოვება თავად ლაუტაროს აღარ სურს და 23 წლის ფეხბურთელი ნერაძურისთან კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავს.

Gazzetta della Sera-ს ინფორმაციით, ლაუტარომ ცოტა ხნის წინ აგენტები გაათავისუფლა, რომლებიც მას ინტერის დატოვებას ურჩევდნენ და ის გუნდის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებს თავად აწარმოებს.