Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბარსელონას ლაუტაროს ფასის დაკლების იმედი აქვს

ბოლო პერიოდში ლაუტარო მარტინესისა და კატალონიის ბარსელონას კავშირზე სულ უფრო და უფრო ცოტა სიახლე ვრცელდება.

Mundo Deportivo-ს მტკიცებით,ეს ესპანელების სტრატეგიაა,რომ არგენტინელი ფეხბურთელი უფრო იაფად ჩაიგდონ ხელში.

ლაუტარო მარტინესის კონტრაქტში არსებული პუნქტი,რომლის მიხედვითაც ყველა მსურველს,ვისაც მისი შეძენა უნდა,111 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს,7 ივლისს კარგავს ძალას და ბარსელონას მფლობელებს იმედი აქვთ,რომ ამის შემდეგ ინტერი 22 წლის ფეხბურთელის ფასს დააკლებს.

თავის მხრივ,ინტერმა უკვე ბევრჯერ განაცხადა,რომ ფეხბურთელის ფასის დაკლებას არც კი განიხილავს და მეტიც,რამდენიმე წყაროს მტკიცებით,7 ივლისის შემდეგ ნერაძური ფეხბურთელის ფასს გაზრდის.

გამოცემის მტკიცებით მხარეები მოლაპარაკებების მაგიდას გამოსასყიდი პუნქტის გასვლის შემდეგ მიუბრუნდებიან.ლაუტარო მარტინესს ესპანელებთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეთანხმებული აქვს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *