Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბარსელონას პრეზიდენტი:“ლაუტარო მარტინესზე გადაწყვეტილებას სეზონის ბოლოს მივიღებთ.“

ხოსეპ ბართომეუმ ლაუტარო მარტინესის მიმართ ინტერესი არ უარყო,თუმცა განაცხადა,რომ გუნდი არგენტინელის თაობაზე გადაწყვეტილებას სეზონის ბოლოს მიიღებს.

22 წლის არგენტინელს ბარსელონას ბოლო რამდენიმე თვეა უკავშირებენ და გავრცელებული ინფორმაციით,კატალონიურ გრანდში გადასვლა და მესის გვერდით თამაში მარტინესის ოცნებაა.

ლაუტაროს გამოსასყიდი თანხა 111 მილიონი ევროა,თუმცა მას მოქმედების ვადა დღეს გასდის და ინტერი მის გაყიდვას აღარ აპირებს.

„ლაუტარო მარტინესის თაობაზე სეზონის ბოლოს დავილაპარაკებთ.ახლა გუნდის ყველა წევრი სეზონის წარმატებით დამთავრებაზე ფიქრობს.იგივეს თქმა შემიძლია ნეიმარზეც,თუმცა ბრაზილიელის მოსვლა ნაკლებად სავარაუდოა,რადგან მისი ღირებულება ზედმეტად ძვირია და არსებული ფინანსური მდგომარეობის გამო ამის გადახდა წარმოუდგენელია.

„მესის რაც შეეხება,მან უკვე განაცხადა,რომ კარიერის დასრულება სწორედ ბარსელონაში სურს და არ მგონია კონტრაქტის გახანგრძლივება პრობლემა იყოს.“

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *