Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბარსელონა – ნაპოლი პრევიუ,შემადგენლობები და პირდაპირი

პირდაპირი ეთერის ლინკი 1; ლინკი 2; ლინკი 3

კატალონიის ბარსელონა ნაპოლის კამპ ნოუზე მიიღებს და გუნდები მომდევნო ეტაპზე გამსვლელის ვინაობას გაარკვევენ.

პირველ წრეში გუნდების დაპირისპირება ფრედ,ანგარიშით 1 – 1 დასრულდა და ნაპოლი საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია,რადგან იტალიელებს გოლის გატანა სჭირდებათ.

ნაპოლი ესპანურ გრანდთან დაპირისპირებას არც თუ ისე კარგი ფორმით ხვდება. პანდემიის შემდეგ ჯენარო გატუზოს შეგირდებმა საკმაოდ კარგი სტარტი აიღეს და Coppa Italia-ს მოგებაც მოახერხეს,სადაც ფინალში იუვენტუსი დაამარცხეს.

თუმცა ბოლო პერიოდში გუნდმა სტაბილურობა დაკარგა,საკმაოდ ბევრი ქულა გაფლანგა და რომ არა Coppa Italia,მომდევნო სეზონში ევროპული ფეხბურთის გარეშე დარჩებოდა.ბოლო 5 შეხვედრაში ნაპოლიმ 3 თამაშის მოგება მოახერხა,2 კი წააგო.

პრობლემების გარეშე ამ დაპირისპირებას არც ბარსელონა ხვდება.გუნდს დღევანდელ შეხვედრაში სერხიო ბუსკეტსი,დემბელე,უმტიტი და არტურო ვიდალი ვერ დაეხმარებიან, თუმცა ლა ლიგაში განცდილი წარუმატებელი სეზონის შემდეგ,მათი ერთადერთი მიზანი ახლა ჩემპიონთა ლიგის მოგებაა და ბარსას მთავარი მწვრთნელის,კიკე სეტიენის გუნდში დარჩენის საკითხი სწორედ ამაზეა დამოკიდებული.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *