Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბეპე ბერგომი:“ ინტერის თამაში ფიორენტინასთან არ მომეწონა“

ნერაძურის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, ბეპე ბერგომიმ ფიორენტინას წინააღმდეგ ინტერის მატჩი შეაფასა.

„ინტერის თამაში არ მომეწონა, გუნდმა ბევრი შეცდომა დაუშვა და თამაში დიდი წვალებით მოიგო. გულშემატკივრებისთვის ასეთი გამარჯვება ძალიან გასახარია, თუმცა გუნდისთვის საგანგაშო სიგნალი.

„ინტერი პროგრესირებს, თუმცა ფიორენტინასთან მატჩში დაცვის ხაზი ძალიან სუსტად გამოიყურებოდა. ბასტონი პასიური იყო, დ’ამბროზიო ფლანგის ფეხბურთელი უფროა, ვიდრე ცენტრალური მცველი, კოლაროვი კი თავის უკან 50-მეტრიან თავისუფალ სივრცეს ტოვებდა.

„დე ვრეი გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურაა და გოდინის წასვლის შემდეგ, თუ მას შკრინიარიც მიყვება, ერთი მცველის გაფორმება საკმარისი არ იქნება. ჩემი ნება რომ იყოს, შკრინიარს გავუშვებდი და მილენკოვიჩს და სმოლინგს შევიძენდი.“