Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბეპე მაროტა:“ ჩვენთვის სატრანსფერო ფანჯარა დახურულია“

ინტერის გენერალურმა დირექტორმა ბეპე მაროტამ გუნდის სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრა.

„ბოლო პერიოდში ინტერის სახელს ბევრი ისტორია დაუკავშირეს. ზოგი მათგანი მართალი იყო, ზოგი კი სპეკულაცია, რომ გუნდში დესტაბილიზაცია გამოეწვია, რისი გაკეთებაც არავის არ გამოუვა, რადგან ინტერი ძალიან ძლიერი გუნდია და ჩვენს ერთობას ვერავინ დაარღვევს.

„სატრანსფერო ფანჯარა ? ჩვენთვის სატრანსფერო ფანჯარა დახურულია. ჩვენ ვცადეთ, რომ გარკვეული ვარიანტები განგვეხილა, თუმცა გუნდში არსებული დელიკატური სიტუაციის გამო ტრანსფერის განხორციელება ამ ეტაპზე შეუძლებელია.

„ჩვენ სხვა გუნდებთან ჩამორჩენა ისეთი თვისებებით უნდა შევავსოთ, როგორიც გუნდის სიყვარული, მონდომება და ფეხბურთისადმი ვნებაა.“