Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბიასინი:“ ლაუტარო და კონტე ინტერში დარჩებიან“

ცნობილმა იტალიელამ ჟურნალისტმა და ინტერის ქომაგმა ფაბრიციო ბიასინმა ლაუტარო მარტინესის და ანტონიო კონტეს შესახებ ისაუბრა.

„იმ ინფორმაციით, რაც ინტერის შიგნიდან ვრცელდება და ჩემი პირადი აზრით, კონტე მომდევნ ოსეზონში 99 პროცენტით ინტერის მწვრთნელი იქნება.

„ასევე ნაკლებად სავარაუდოა, რომ ლაუტარო მარტინესმა გუნდი დატოვოს, რადგან ორივე მხარეს თანამშრომლობის გაგრძელება სურთ. ჩვენ მის მიმართ ბარსელონას ინტერესზე გასული ზაფხულიდან მოყოლებული ბევრი წავიკითხეთ, მაგრამ რეალურად კატალონიელებს ლაუტაროს გაფორმების ფული არასოდეს ჰქონიათ.“

ლაუტაროს აგენტმა მარტინესის და ჰაკიმის მომავალზე უკვე ისაუბრა (იხილეთ აქ).