Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბოკა ხუნიორსი ინტერს ვიდალის ტრანსფერზე დაუკავშირდა

იტალიური მედიის ინფორმაციით, არგენტინული ბოკა ხუნიორსი ინტერს არტურო ვიდალის ტრანსფერთან დაკავშირებით დაუკავშირდა.

35 წლის ჩილელი ფეხბურთელი სიმონე ინძაგის გეგმებში არ შედის, მისი ხელფასი კი – სეზონში 6 მილიონი ევრო გუნდს მძიმე ტვირთად აწევს და ნერაძური ფეხბურთელის გაშვების წინააღმდეგი არ არის.

FcInterNews-ის ინფორმაციით, არც ის არის გამორიცხული, რომ ინტერმა ჩილელი ფეხბურთელი სრულიად უსასყიდლოდ გაუშვას, თუ რომელიმე დაინტერესებული მხარე ვიდალთან პირადი კონტრაქტის დეტალებს შეათანხმებს.