Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბოლო ინფორმაცია რებიჩისა და ტომორის ტრავმებთან დაკავშირებით

იტალიური მედიის ინფორამციით, ანტე რებიჩი მილანს ჩემპიონთა ლიგაზე ატლეტიკოსთან ვერ დაეხმარება, ტომორის თამაში კი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

ორივე ფეხბურთელს ტრავმების გამო ფიორენტინასთან მატჩის გამოტოვება მოუწიათ, რომელშიც როსონერიმ სეზონში პირველი თამაში წააგო.

Calciomercato-ს ცნობით, რებიჩს ბიცეპსის კუნთის პრობლემები აქვს და მისი განმეორებითი სამედიცინო შემოწმება 10 დღეშია ჩანიშნული, რაც იმას ნიშნავს, რომ ხორვატი ფეხბურთელი როგორც გუნდს ვერც სასუოლოსთან დაეხმარება.

ტომორის რაც შეეხება, მას ბარძაყის პრობლემა აქვს, რომელიც სერიოზული არ არის, თუმცა მილანის სამედიცინო შტაბი გარისკვას არ აპირებს და თუ მას დისკომფორტი მაინც ექნება, ინგლისელი ფეხბურთელი მილანში დარჩება და მკურნალობას გააგრძელებს.