Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბოლო ინფორმაცია ტონალის მილანში ტრანსფერთან დაკავშირებით

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ნიკოლო შირას ინფორამციით, მილანმა და ბრეშამ სანდრო ტონალის ტრანსფერთან დაკავშირებული ყველა დეტალი შეათანხმეს.

წყაროს ცნობით, როსონერი ტონალის 7 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაიფორმებს, რასაც მომავალში ბონუსების სახით კიდევ 5 მილიონი ევრო დაემატება, გასულ სეზონში გადახდილ 10 მილიონთან ერთად კი საერთო ჯამში 22 მილიონი გამოდის, რაც თავდაპირველად შეთანხმებულ 35 მილიონზე გაცილებით ნაკლებია.

ფულთან ერთად, მილანს ბრეშაში ჯაკომო ოლცერის გაშვება მოუწევს, რომელიც 3 მილიონად არის შეფასებული.

ტონალი მილანთან კონტრაქტს 2025 წლის ზაფხულამდე გააფორმებს და მისი წლიური გასამრჯელო დაახლოებით 1.2 მილიონი იქნება.