Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბონერა:“ დიასმა შესაძლოა სასტარტოში დაიწყოს, იბრა…“

დანიელე ბონერამ ფიორენტინასთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

„წინ ძალიან რთული შეხვედრა გველოდება. ჩვენ, ფიორენტინასგან განსხვავებით, კარგი პერიოდი გვიდგას, თუმცა ჩვენ მათი რეალური ძალა ვიცით და ყურადღების მოდუნების საშუალება არ გვაქვს. ჩვენ მათ პატივს ვცემთ.

„რებიჩმა ტრავმის გამო საკმაოდ დიდი ხანი გამოტოვა და ის 100 პროცენტით მზად არ არის. მან წინა შეხვედრაში კარგად ითამაშა, თუმცა ეს მისი მაქსიმუმი არ არის და სულ მალე ის ფორმის პიკს მიაღწევს.

„ბრაჰიმმა ლილთან კარგად ითამაშა, მას შესანიშნავი ტექნიკური მახასიათებლები და მოედნის ხედვა აქვს, არ არის გამორიცხული, რომ დიასმა ძირითად შემადგენლობაში დაიწყოს.

„ჩვენ სატურნირო ცხრილის სათავეში ყოფნა ძალიან დიდი ხანი გვსურს, ამიტომ თითოეულ ჩვენგანს გარკვეულ მსხვერპლზე წასვლა მოგვიწევს და ყველა შეხვედრას მაქსიმალური მონდომებით, კონცენტრაციით და გამარჯვების სურვილით უნდა შევხვდეთ.

„ზლატანი სამედიცინო შემოწმებას მომავალ კვირაში ჩაიტარებს. ის კარგ ხასიათზეა და გვაძლევს იმედს, რომ მოკლე დროში მოახერხებს დაბრუნებას.

„ლეაომ შემოწმება უკვე ჩაიტარა და მისი შედეგები საკმაოდ პოზიტიურია. ექიმები მისი აღდგენითი პროცესით კმაყოფილები არიან და საბოლოო პასუხი მისი დაბრუნების შესახებ მომავალ კვირას გვეცოდინება.

„ტონალი ? ის ძალიან სწრაფად ვითარდება. ჩვენ მასთან ძალიან ხშირად ვსაუბრობთ და მან იცის, რომ გუნდს მისი იმედი აქვს. იმედი გვაქვს, რომ სანდრო ძალიან მალე სასტარტო შემადგენლობის რეგულარული წევრი გახდება.“