Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბონუჩი:“ მეტოქის კიპერმა შესანიშნავი თამაში ჩაატარა“

ლეონარდო ბონუჩიმ ბულგარეთთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა და მეტოქე გუნდის კიპერის გეორგი გეორგიევის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

„ეს ძალიან რთული თამაში გამოდგა. ჩვენ ვიცოდით, რომ ისინი დაცვაში ჩაჯდებოდნენ და ჩვენ ბევრი სივრცეები არ გვექნებოდა. საბოლოო ჯამში გუნდმა საკმაოდ ბევრი საგოლე მომენტი შექმნა, მაგრამ სამწუხაროდ გამარჯვება ვერ მოვახერხეთ.

„არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ მეტოქე გუნდის კარის დარაჯმა რამდენიმე შესანიშნავი სეივი განახორციელა, რამაც ჩვენ მიზნის მიღწევაში ხელი შეგვიშალა.

„ახლა ცოტა უნდა დავისვენოთ და შვეიცარიასთან მატჩისთვის სათანადოდ მოვემზადოთ.“