Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბონუჩი:“ მილანში გატარებული პერიოდის ერთ-ერთი საუკეთესო რამ გატუზოსთან მუშაობა იყო“

ლეონარდო ბონუჩი იმ ფეხბურთელებს შორის არის, რომელმაც სერია ა-ში იუვენტუსის, ინტერის და მილანის მაისურები მოირგო.

მილანმა ბონუჩის სანაცვლოდ იუვენტუსს 42 მილიონი ევრო გადაუხადა და მას 5-წლიანი კონტრაქტი და კაპიტნის სამკლაური გადასცა, თუმცა ერთი სეზონის შემდეგ იტალიელი უკანახაზელი იუვენტუსში დაბრუნდა.

Sky Sport-თან საუბრის დროს ბონუჩიმ განაცხადა:“ მილანში გატარებული პერიოდის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე დადებითი რამ ჯენარო გატუზოსთან ერთად მუშაობა იყო.

„მე ძალიან გამიმართლა, რომ მისი გუნდის ნაწილი ვიყავი, რინო და მისი სტაფი ნამდვილი კაცები არიან.“