Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბრემერის ტრანსფერზე პსჟ-ც გააქტიურდა…

ტორინოს ცენტრალური მცველის გლეისონ ბრემერის მსურველთა სიას პსჟ-ს სახით კიდევ ერთი გუნდი შეუერთდა.

25 წლის ბრაზილიელ ფეხბურთელს უკვე დიდი ხანია, რაც იუვენტუსს, მილანს, ინტერს და სხვა ევროპულ გრანდებს უკავშირებენ და როგორც ჩანს, კონკურენცია კიდევ უფრო გაიზარდა.

ფრანგული RMC Sport-ის ინფორმაციით, პარიზელებს ბრემერის სანაცვლოდ მოთხოვნილი 25-30 მილიონი ევროს გადახდა არ გაუჭირდებათ, ამიტომ თუ ფეხბურთელი სერია ა-ს დატოვებას მოისურვებს, ფავორიტი სწორედ პარიზული გუნდი იქნება.