Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბრესტის უარი მილანს, როსონერი მირანჩუკის ტრანსფერს გეგმავს

იტალიური მედიის ინფორმაციით, ბრესტმა მილანს რომან ფაივრეს ტრანსფერზე უარი განუცხადა და როსონერი მის ალტერნატიულ ვარიანტზე, ატალანტას ალეკსეი მირანჩუკის ტრანსფერზე იწყებს მუშაობას.

მილანი მზად იყო ფრანგებისთვის ფაივრეს სანაცვლოდ 10 მილიონი გადაეხადათ, მაგრამ ბრესტი 15 მილიონს ითხოვდა და ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, მოლაპარაკებები გუნდებს შორის ჩიხში შევიდა.

25 წლის მირანჩუკი ატალანტას გასულ სეზონში შეუერთდა და 35 მატჩში 9 გოლთან ერთად 3 საგოლე გადაცემა გააკეთა. მისი გაფორმება როსონერის დაახლოებით 15-20 მილიონი ევრო დაუჯდება.