Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბროზოვიჩი ინტერს შესაძლოა მიმდინარე წელს ვეღარ დაეხმაროს

იტალიური მედიის ინფორმაციით, ინტერის ნახევარმცველი მარსელო ბროზოვიჩი ნერაძურის მაისურით მომდევნო წლამდე შესაძლოა ვეღარ ვიხილოთ.

29 წლის ფეხბურთელმა ბარძაყის კუნთის ტრავმა ხორვატიის ნაკრების რიგებში თამაშის დროს, ავსტრიასთან მატჩში მიიღო და მას მოედნის დატოვება მე-18 წუთზე მოუწია.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ბროზოვიჩის მოედანზე დაბრუნების ზუსტი დრო ჯერჯერობით უცნობია და საკმაოდ დიდია იმის ალბათობა, რომ მან მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე მოედანზე დაბრუნება ვერ შეძლოს, რაც იმას ნიშნავს, რომ ბროზო ინძაგის განკარგულებაში 2023 წლიდან დაბრუნდება.